Pages

Wednesday, March 30, 2011

Jason Wu - Fall Winter 2011/2012

NY-ის Fashion week- ზე Jason Wu–ს 11/12 RTW collection-მა ყველას მოწონება დაიმსახურა, მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც outerwear ასევე red carpet Look - ები. კოლექციაში ჭარბობდა მაქმანები, პრინტები,მსუბუქი ქსოვილები, მაღალწელიანი ქვედაბოლოები. ძირითადი ფერები კი : თეთრი, შავი, ნაცრისფერი და ოქროსფერი იყო, ასევე წითელი, ლურჯი და ყვითელი. ახლა კი ვნახოთ რას წერენ მის კოლექციის შესახებ ერთ–ერთ საიტზე. 

We lost count somewhere around 90 when we tried to tally the photographers in the pit at Jason Wu's Chelsea show today. The designer's rise has been fairly meteoric, thanks in part to Michelle Obama, of course. But it struck you, looking at his Fall collection: The clothes are legitimately living up to his outsized reputation. Wu's always been about a polished, preternaturally ladylike look. What was noteworthy about this outing was how consistent it was, and how well his "baroque meets sportswear" message (inspired, he said, by a Robert Polidori book on the 25-year restoration of Versailles) held together from beginning to end. Like last season, the designer put a big emphasis on tailoring. He opened with a charcoal gray coat flung over the shoulders of a cropped jacket, printed blouse, and cigarette pants. But this wasn't your average wool flannel coat; it came with a strip of black lace down each sleeve. In fact, Wu made lace, which is shaping up to be an early New York trend, an integral part of this collection. The storm flap of another coat was swathed in the delicate stuff. By embroidering little bits of it onto blouses or A-line, slightly above-the-knee skirts, he engineered it to look like a print. And for evening, he embellished a gold lace gown with thousands of metallic sequins and paillettes. That wasn't the only place he went for baroque. When a jacket or a coat-dress or a shirtdress wasn't embroidered with lace, it was embellished with dense clusters of colorful stones. (Odile Gilbert painted gold-leaf pigment into the models' updos to match.) And Wu reprised his signature feather pouf cocktail dresses in both black and nude, the show's dominant colors. If there's a critique to be leveled, it's the absence of sex. When the new designers at Valentino do this sort of thing, there can be a charged, even dirty undercurrent. Here it read mostly as prim. The word Wu himself used was "austere." But we quibble. There's no denying that this ambitious designer has a hit on his hands. 
By Nicole Phelps

Tuesday, March 29, 2011

Behind the Scenes of Martini & Rossi Campaign by Giuliano Bekor



COCO CHANEL


გაბრიელ  ბონეერკოკოშანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (. 19 აგვისტო, 1883 — . 10 იანვარი, 1971) —მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა.

მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს...
მან გაათავისუფლა ქალის სხეული კორსეტისგან, მან თავის თანამედროვე ქალებს ჩააცვა შარვლები, ამასთან არ დაივიწყა ჰალსტუხი. . . მან შესთავაზა მსოფლიოს განუმეორებელი, დაუვიწყარი არომატი სუნამო - შანელი N5.

მოდის პირველი სალონები და პირველი მოდელიერები, სიტყვაკუტიურიესგანგაჩდნენ XIX -ში საფრანგეთში. პარიზის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედებითი, მაღალი დონის სამკერვალო ოსტატობა გახდა პარიზისმაღალი მოდისსაფუძველი. კოკო შანელი მოდის ბიზნესში მოხვდა XX -ში, როცა უკვე შემუშავებული იყო ტანსაცმლის ზომების სისტემა, დაიწყო მასიური წარმოება, გაჩნდა ტანსაცმლის ხაზი-pret-a-porte. შანელი იყო პირველიკუტურიე”, რომელმაც დაიწყო მუშაობა სამკერვალო წარმოებისთვის. მისი კაბების და კოსტუმების მოდელებს აღარ ჰქონდა კორსეტის ფორმა, რომელიც ნეკნებს აზიანებდა და გულის წასვლის მიზეზი ხდებოდა. ტანსაცმელს ჰქონდა ქალის სხეულის ფორმა თავისი ღირსებებით და ნაკლით. რაც პოპულარული იყო XIX -ში- მეტისმეტად ვიწრო წელი, ფუმფულა ქვედაბოლოები, განიერი შლაპები, ძვირფასი მაქმანები, XX--ში აქტუალურობა დაკარგა.

კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გული კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელები, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს.

კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარეროტონდაში”, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი. კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.

1910
წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: “მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი”.

მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევისრუსული სეზონისდროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო .ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტშითამაშისტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX -ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.

როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX -ის ქალს. “ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი”.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილიჯერსიჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები.

1920
წელს კოკომ რუსი ემიგრანტ დიდი მთავარ დიმიტრი რომანოვის მეშვეობით გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო. იგი ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის”. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერითშანელი N5” გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.

დამქანცველი ომის შემდეგ ევროპაში 20-იან წლებში დაიწყო ეკონომიკური ზრდა, შეიცვალა ქალის როლი. კოკომ შექმნა თავისი თანამედროვე ქალის მოდური სახე-ბიჭური ფიგურა, მოკლე ვარცხნილობა, გარუჯულობა, რაც მანამდე ქალბატონებისთვის ცუდ ტონად ითვლებოდა. მამაკაცის შარვლები, კოსტუმები, მკაცრი პერანგები ჰალსტუხით, ნაკეცებიანი ქვედაბოლოებიამ ყველაფერმა საბოლოოდ შეცვალა ქალის ჩაცმის სტილი. და ბოლოსუმაღლესი პილოტაჟი”- გენიალური, მუხლებამდე სიგრძის შავი კაბა გრძელი სახელოებით და მომრგვალებული დეკოლტეთი. შავი ფერის მიუხედავად, კაბა მეტად ეროტიკულად გამოიყურებოდა:კაშკაშა წითელი პომადა, ხელოვნური მარგალიტის გრძელი მძივი, მსუბუქი ნავისებური ფეხსაცმელი და შანელი N5 –ის არომატი ავსებდნენ კლასიკას. “პატარა შავი კაბაგახდა არამარტო ეპოქის და არამედ კოკოს სახე, რომელსაც უყვარდა შავი ფერი და სილუეტის ელეგანტური ლაკონურობა. ჟურნალები წერდნენ, რომქალი, რომელსაც გარდერობში შანელის ერთი ნივთი მაინც არ აქვს, ის უიმედოდ არის ჩამორჩენილი მოდას.

კოკო შანელი ხდება მოდის აღიარებული კანონმდებელი. მისი მოდელების ქაღალდის თარგების გამოშვებას იწყებს ამერიკული კომპანია “Mc Call Pattern Company” . მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და კოკოს ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი ხდება, მისი კლიენტები მიეკუთვნებოდნენ მაღალი საზოგადოებას, ასევე იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები- მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, ფრანსუაზა საგანი, რომი შნაიდერი და სხვები.

თავისი ინდივიდუალური სტილის შექმნის, ცალკეული პროპორციების, ფერთა გამის, ქსოვილის ფაქტურის დამუშავების გარდა კოკო ქმნიდა დამატებით აქსესუარებს და ბიჟუტერიასაც.

1924
წელს მან დაიწყო მოდური ბიჟუტერიის წარმოება ხელოვნური ქვებისგან დამზადებული ეფექტური მძივები და გულსაკიდები ამშვენებდნენ მის კოსტუმებს და კაბებს და ანიჭებდნენ ჩაცმულობას კონტრასტულობას და მოხდენილობას. 1929 წელს ის ხსნის აქსესუარების, ბიჟუტერიის და სუნამოების ბუტიკს. კოკოს აზრით სამკაულები ბევრი უნდა იყოს.. ისინი ეპოქაზე თავიანთ კვალს ტოვებენ, მე მსურდა, რომ ეს შანელის ბიჟუტერია ყოფილიყოთავად კოკო ატარებდა თავის ბიჟუტერიას ძვირფას სამკაულებთან ერთად, რათა ეჩვენებინა, რომ ოქრო ვერ ჩრდილავს მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას.

უდიდესი წარმატება, რომელიც კოკომ მოიპოვა იყო მისი დაუღალავი შრომის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სურვილის, ნიჭის, მოდელიერის ოსტატობის შედეგი. მთელი ცხოვრება კოკო ამტკიცებდა, რომ მოვიდა საქმიანი, პროფესიაში წარმატებული, საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე ქალის დრო, რომელსაც ამასთან ერთად სიყვარულის უნარიც გააჩნდა და შეეძლო ყოფილიყო სიყვარულის ობიექტიც.

კოკოს რომანმა ვესმინსტერელ ჰერცოგთან, რომელიც დაიწყო 1925 წელს, შეავსო მისი წარმოდგენები მოდაზე. ტვიდის ჟაკეტებმა, რომელიც მამაკაცის კოსტუმებს გავდა, ნაქსოვმა სვიტერებმა შეიტანა მის სტილში ტრადიციული ინგლისური მოტივების ელეგენტურობა. მან უარი უთხრა ჰერცოგს ცოლობაზე. მისთვის მთავარი იყო შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როცა მე მიწევს არჩევანის გაკეთება მამაკაცებს და ჩემ კაბებს შორის, ყოველთვის კაბებს ვირჩევ, მე ჩემ ვნებაზე ძლიერი ვარ”. მას არასდროს შეეძლო მთლიანად მისცემოდა პირად ცხოვრებას, მას ნარკოტიკივით იზიდავდა სამუშაო. ის მუდმივად დარჩება როგორც მადმუაზელ კოკო-უდიდესი მადმუაზელი.

30-
იანი წლების დასაწყისში კოკომ შექმნა საღამოს ჩაცმულობა, რომელშიც შეიტანა შიკის ელემენტები-ოქროსფერი წვიმებით გაწყობილი კაბები, ოქრომკედით ამოქარგულილამე”, რაც მის სტილს არ შეესაბამებოდა, მაგრამ დროს მიაგებდა პატივს.
კოკომ თავისი შესაძლებლობები მოსინჯა, როგორც თეატრის და კინოს მხატვარმა. დიაგილევის ბალეტლურჯი ექსპრესისთვისმან შექმნა კოსტუმები (.კოკტოს სცენარი, ფარდის მხატვრობა პიკასო)., ასევე ფრანგული ფილმისთვისპოეტის სისხლი”, მუშაობს ჰოლივუდში. 60-იან წლებში ფილმშიბოკაჩორომი შნაიდერი შანელის შექმნილ კოსტუმებში თამაშობს.

1939
წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კოკო ხურავს თავისი მოდის სახლს, მიდის თავისი დიდების და წარმატებისგან. “ისეთი განცდა მქონდა, რომ კაბებს არავინ არასდროს შეიკერავდა”-თქვა მან. ცხოვრებამ მას კიდევ ერთი სიყვარული აჩუქა გერმანელი ოფიცრის ბარონ გიუნტერ ფონ დინკლანგეს სახით, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი იყო. იმ წლებში გერმანელ ოფიცერთან სასიყვარულო ურთიერთობა, თანაც ასეთი ცნობილი პიროვნებისთვის მეტად მიუღებელი იყო. მაგრამ შანელს უკან დახევა არ შეეძლო, ის უკვე 60 წელს უახლოვდებოდა. მთელი საფრანგეთი მას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა, ის იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასახლებულიყო:”გასარკვევია რა უფრო დიდი ღალატია გერმანელთან დაწოლა და გერმანელი გენერლების ცოლების მომსახურეობა”-თქვა კოკომ.

ცხრა წლის შემდეგ კოკო დაბრუნდა საფრანგეთში ახალი კოლექციით. დადგა სახელგანთქმული საათი, როცა 70 წლის შანელმა კვლავ დაიპყრო პარიზელი ქალბატონების გული. მან მათ შეთავაზა კრისტიან დიორის ალტერნატივა კაბების და კოსტუმების უბრალო, მოხერხებული, უნივერსალური მოდელები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და ნებისმიერი ასაკისთვის. შანელის უსაყელო და უგადანაკეცო კოსტუმი, მოკლე, კანტით გაწყობილი პიჯაკი და სწორი, მეტალის ღილებიანი მკაცრი ქვედაბოლოთი. შანელი თვლიდა, რომ არ არსებობს კოსტუმზე თანამედროვე ნივთი, მისი ტარებაც შეიძლება ბლუზებთან, შარფებთან, ტოპებთან, ბიჟუტერიასთან. კოსტუმი გახდა მაღალი სტილის მაჩვენებელი და შანელის სახლის ყველა ჩვენებაშია წარმოდგენილი.

ლეგენდარულმა კუტურიემ იცოცხლა 87 წელი და გარდაიცვალა 1971 წელს. შანელის სტილი კი დღესაც ცოცხლობს და წარმოადგენს მოდის ხელოვნებაში ელეგანტურობის ნიმუშს.

მე არ მიყვარს როცა საუბრობენ შანელის მოდაზე. შანელი-ეს პირველ რიგში არის სტილი. მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, სტილი კი არასოდეს”.

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...