Pages

Tuesday, April 26, 2011

Olivier Rousteing will change Christophe Decarnin

ალბათ უკვე იცით, რომ BALMAIN-ს ტოვებს არტ–დირექტორი Christophe Decarnin, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა, ასევე ძალიან ნიჭიერი Olivier Rousteing, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა BALMAIN–თან, მანამდე კი 6 წელი ROBERTO CAVALLI-ის ბრენდთან. კონტრაქტი უკვე პროცესშია და ალბათ უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ვნახოთ როგორ გაართმევს თავს ამ მძიმე მოვალეობას ოლივერი და შეუნარჩუნებს თუ არა ამ ბრენდს მიღწეულ წარმატებას და სახელს. GooD Luck Olivier !!!!

Wednesday, April 20, 2011

Mad about this profession

Girls of Milan + Paris Fashion Week F/W 11 by Justin Wu

Fashion industry in GEORGIA

"მოდა და საქართველო", ვფიქრობ ეს ორი სიტყვა ჯერ მაინც და მაინც კარგად არ ერწყმის ერთმანეთს. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შავი ფერი ითვლება ყველაზე აქტუალურად და სადაც არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, ჩემი აზრით, ჯერ–ჯერობით, მოდაზე, როგორც ფართო ცნებაზე საუბარი ზედმეტია.
სიტყვა კრიტიკის ხსენებაზე ყველას ერთი და იგივე აზრი უჩნდება და ფიქრობენ, რომ იგი აუცილებლად  უარყოფითი უნდა იყოს, მაგრამ კრიტიკა ნიშნავს –  რისამე განხილვას ღირსებისა და ნაკლის გამოსარკვევად, შეფასების მიზნით ანუ მოკლედ რომ ვთქვათ – "გარჩევის ხელოვნება" –ს, მაგრამ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას "მეგობარია" კრიტიკაც არ არის და ამის მხრივ მხოლოდ დიზაინერი და მომხმარებელი ზარალდება. ზოგიერთი ქათველი დიზაინერი ჩვენების შემდგომ სრულიად საკუთარ თავში დარწმუნებული ფიქრობს, (ეს აზრიც ისევ და ისევ კეთილისმსურველი "მეგობრების" აზრებიდან გამომდინარე) რომ მისი კოლექცია იყო ძალიან დახვეწილი, ხარისხიანი და მომზადებული საქართველოს ფარგლებს გარეთ გასატანად, საფრანგეთში, იტალიასა თუ ნიუ–იორკში, მაგრამ ჩემი საკუთარი აზრით, საქართველოს მოდის კვირეულზე 2011/2012 წლის კოლექციების ჩვენებაზე სულ რამდენიმე დიზაინერს თუ მივცემდი იმის უფლებას, რომ საკუათარი თავი და ნაწარმი წარმოეჩინა.
ეს დიზაინერებია:  
1. დათუნა სულიკაშვილი – ვფიქრობ ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია, პირველ რიგში აღსანიშნავია ფერების თანმიმდევრული გადასვლა და კარგად "დალაგებული" კოლექცია, (რაც ძალიან იშვიათად ახასიათებთ ჩვენს დიზაინერებს) მისი Look-ები იყო საკმაოდ დახვეწილი, მსუბუქი და კარგად გააზრებული. იყო ხარვეზებიც, მაგრამ საერთო შეფასებით ძალიან მომეწონა.
2.ზენკა & მარი – ამ ორ ახალგაზრდა დიზაინერს, წინა კოლექციასთან შედარებით ამჯერად უფრო დადებითად შევაფასებ. ავღნიშნავდი ფერთა შეხამებას, რომელიც ქსოვილებთან ერთად საოცრად ეხამებოდა სეზონს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა. მთლიანობაში კოლექცია ერთ ესკიზზე აწყობილი და ერფეროვანი მომეჩვენა, რამდენიმე Look–ს თუ არ ჩავთვლით.
რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს: ავღნიშნავ გიორგი ფანცულაიას, რომლის კოლექციაც იყო ძალიან პრიმიტიული და უკვე "კარგად ნაცნობი". ჩემი აზრით არასწორად იყო შერჩეული მთავარი აზრი ანუ აღმოსავლური სტილი. ამიტომ ამ  Look–ების ნახვისას არ უჩნდებოდა ადამიანს იმის შეგძრნება, რომ ეს რაღაც ახალია და მას ანალოგი არ ექნება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ანუკა ქებურია ძირითადად აქსესუარებს წამოადგენს, მაინც მიუღებელი იყო ჩემთვის ფეხსაცმლის და ჩანთების ასეთი დემონსტრირება, მითუმეტეს რომ ეს აქსესუარებიც თითქმის ერთმანეთის იდენტური იყო, ასევე "performance"  ჩვენების უბრალო შესავალს უფრო გავდა, ვიდრე კრეატიულ დადგმას. ასევე უარყოფითად დავახასიათებდი: გოლას, გოგა ნიქაბაძეს და აკა ნანიტაშვილს
საბოლოო ჯამში ამ სეზონის Georgian Fashion week–მა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ვფiქრობ დიზაინერები არ იყვნენ საკმარისად მომზადებულნი და ბევრ მათგანს კოლექცია გათვლილი გაზაფხული/ზაფხულზე უფრო ჰქონდა ვიდრე შემოდგომა/ზამთარზე.
3–8 მაისის ჩათვლით კი დაველოდოთ Tbilisi Fashion week–ს, სადაც პროფესიონალებთან ერთად დამწყები დიზაინერებიც წარადგენენ საკუთარ კოლექციებს.

(ფოტომასალა:www.instyle.ge)


Saturday, April 16, 2011

Vincent lappartient in Tbilisi


გუშინ რუსთაველის 52 ნომერში გაიხსნა Vincent lappartient –ის  ფოტო გამოფენა, რომელიც დღეს უკვე მეც ვიხილე და იმდენად ნასიამოვნები და აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ემოციებს ვერ ვმალავდი. შენობის სტრუქტურიდან გამომდინარე ფოტოების თვალიერებაში ისე აღმოვჩნდი ზედა აივანზე, რომ ვერც კი შევამჩნიე. ვუყურებდი და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს მეც ვიყავი იმ არაჩვეულებრივი სამყაროს წევრი ზუსტად იმ დროს, რა დროსაც ეს ფოტოები იქმნებოდა. Vincent lappartient backstage რეპორტიორია და მუშაობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა; CHANEL, HERMES, LANVIN, CHRISTIAN DIOR, CHRISTIAN LACROIX და სხვა. 3დან – 8 მაისის ჩათვლით კი გვაქვს პატივი, რომ ეს იგი Tbilisi Fashion Week – ის ფარგლებში ყველა დიზაინერის backstage – ს გააშუქებს.

P.S ეს იმ ფოტოების მცირედი ნაწილია, რომელიც Vincent lappartient -მ  საქართველოში ჩამოიტანა და რომლის ნახვაც  ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია

 john galliano

 christian dior


rochas


chanel- karl lagerfeld


Wednesday, April 13, 2011

Karl ! Karl ! Karl !


Heyyy it's my favourite designer KARL LAGERFERLD from CHANEL home and it's his wall library, absolutely amazing !!!! love him and his opportunities

Wednesday, April 6, 2011

Four different lifestyle , one common - VOGUE


1. პირველი ANNA DELLO RUSSO, იაპონური VOGUE-ის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი. დახასიათებულია როგორც "passionate fashionista" და ჰელმუტ ნიუტონმა აღწერა იგი როგორც "fashion maniac". მართლაც იგი ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული ჩაცმის სტილით, ძალიან უყვარს თმის ორიგინალური აბადოკები, როგორებიც UFW–ზე ანუკი არეშიძესაც ამშვენებდა, ამ აქსესუარმა ბევრის აღფრთოვანება გამოიწვია თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ შთაგონების წყარო ANNA DELLO RUSSO არ იყო.
დღესდღეობით ანას 4000 წყვილი ფეხსაცმელი აქვს და მგონი არც აპირებს გაჩერებას, გარდა ამ მანიისა რედაქტორმა გადაწყვიტა, რომ არავისზე ნაკლები არ იყო და საკუთარი სახელობის სუნამო გამოუშვა, რომელსაც ქალის ფეხსაცმლის ფორმა აქვს და სარეკლამო კამპანიაშიც თვითონ მიიღო მონაწილეობა.
2. ANNA WINTOUR - ამერიკული VOGUE-ის რედაქტორია და 1988 წლიდან FASHION ტახტის მფლობელად ითვლება, აგერ უკვე ოცი წელია. არის ძალიან მკაცრი და მისთვის მოდა თამაშივითაა, სადაც წესები შეცვალა. მან დაარღვია საზღვრები, რომლითაც შემოფარგლული იყო ჟურნალი და გარეკანზე გაყინული ქერა მოდელების სახეების მაგივრად მან ყურადღება გაამახვილა სხეულზე და სტუდიიდან ბუნებაში გადაინაცვლა. ანას სიტყვას მოდაში უდიდესი ფასი აქვს, მისი რჩევით პარიზის მოდის კვირეულის დღეებიც კი შეამცირეს. აქვს ცხოვრების უცვლელი რეჟიმი, აცვია ყოველთვის დახვეწილად, აქსესუარებიდან განსაკუთრებით უყვარს CHANEL–ის შავი სათვალე და ვერ იტანს პატარა ზომის ჩანთებს.  რაც შეეხება მის თავისუფალ დროს, გი არასდროს არ რჩება არცერთ წვეულებაზე 20 წუთზე მეტხანს. 2008 წელს ანამ აიღო ორდერი თავად დედოფალ ელიზაბეტ II – სგან, როგორც "მსოფლიო კულტურის მამოძრავებელი ძალის მქონე ქალბატონი".
3. EMMANUELLE ALT – ფრანგული VOGUE – ის რედაქტორი, ის სულ რაღაც 2011 წლის თებერვლიდან არის ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჯერჯეობით ნაადრევია მის დამსახურებებზე და მიღწევებზე ლაპარაკი. თუმცა შემიძლია ერთი–ორი სიტყვით წარმოდგენა შეგიქმნათ ამ ადამიანზე. იგ ყოველთვის იცვამს ახალგაზრულად; ჯინსები, ქვედაბოლოები, ხშირად აცვია ძალიან მაღალქუსლიანი  ფეხსაცმელები და ატარებს მსუბუქ, ახალგაზრდულ მაკიაჟს. დამთავრებული აქვს Asomption - Lübeck school - ში, რომელიც მდებარეობს პარიზში, რომელიც არის ბურჟუაზიული დაწესებულება. ამ სკოლის კურსდამთავრებულები კარიერას განაგრძობენ ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: GIVENCHY, PRADA, LORIS AZZARO, LOUIS VUITTON DA CHRISTIAN DIOR. p.s მისი წინამორბედი იყო Carine Roitfeld, რომელი 2001 –2011 წლებშ იყო ფრანგული VOGUE – ის რედაქტორი.
4. Aliona Doletskaya – რუსული VOGUE – ის რედაქტორი, უკვე 13 წელია. მას რუსეთის ანა ვინტურსაც უწოდებენ ხშირად და იყო ჭორები, რომ მისი გზა ამერიკულ VOGUE– ისთან მივა და ანას ადგილს დაიკავებს. ალიონას კარგად აქვს დაბალანსებული სხვაობა High fashion-სა და commercialism–ს შორის. მად დაარღვია სტანდარტები და სილამაზის შექმნა დაიწყო ახლის ძიებით. მას აქვს ისეთივე დახვეწილი სტილი, როგორიც ანა ვინტურს


Monday, April 4, 2011

Anouki Bicholla Fall Winter 11/12 UFW


Anouki Bicholla Fall Winter  11/12 კოლექციით წარსდგა უკრაინის მოდის კვირეულზე. ძალიან ბევრ ქართულ საიტზე დაიწერა განსხვავებული სტატიები, დაიდო სიუჟეტები, LOOKBOOK–ები და Collection-ები. მეც გადავწყვიტე ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვა ამ ტანდემის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ, ანუკი არეშიძე დამწყები დიზაინერი და საქართველოსა და უკვე იტალიაშიც ძალიან ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის მეუღლე და ბიჭოლა თეთრაძე, ქართველი დიზაინერი, რომელიც არც თუ ისე დიდიხანია რაც ქართული მოდის სამყაროში გამოჩნდა. მათ ერთად უკვე შეძლეს UFW-ზე მოხვედრა.
ჩვენება performance-ით დაიწყო, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ, ეს დიდად გასაკვირი არ არის მაგრამ როდესაც ეს მამაკაცები ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში არიან გამოწყობილნი ეს "ცოტა არ იყოს" და აღსანიშნავია. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. ბევრ დიზაინერს აქვს იმის სურვილი, რომ ჩვენება არ იყოს მოსაწყენი და show დადგას, თანაც ორიგინალური, რადგან ჩვეულებრივ PERFORMANCE-ს კრიტიკოსების სრულიად ჩვეულებრივი რეაქციაც მოსდევს ხოლმე.
ახლა კი რაც შეეხება კოლექციას, ფერებიდან ჭარბობდა: შავი, ნარინჯისფერი, ხორცისფერი, მაგრამ დომინანტური მაინც ნარინჯისფერი იყო. მატერია: ძირითადად ტყავის, უხეში ქსოვილი დრაფისა და ჰაეროვანი აბრეშუმის ნაზავი. ფეხსაცმელიც , ასევე ტყავის, ოთხკუთხედის ფორმის მაღალი უხეში ქუსლით, წინ მაღალი პლატფორმით, ფერი – შერეული. აქსესუარების მხრივ კოლექცია მსუბუქად იყო დატვირთული: მხოლოდ რამდენიმე მასიური, თვლებით გაფორმებული ყელსაბამები, რომელმაც oscar de la renta გამახსენა და წვრილი, წელის ქამრები. მაკიაჟი: არასტანდარტული და ამასთანავე ძალიან უბრალო.

 მთლიანობაში კოლექცია იყო საინტერესო და კარგად შეხამებული, მაგრამ არა ახლისმომცემი და ყველა ლუქი უკვე კარგად ნაცნობის და ნანახის შათაბეჭდილებას ტოვებდა. ანუკი არეშიძისათვის ეს მხოლოდ მეორე კოლექციაა და კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას არ იმსახურებს, რაც შეეხება მის აქსესუარს იგი ნამდვილად მაგონებს ANNA DELLO RUSSOS-ს სტილს, კერძოდ კი ანას ორგინალური piers atkinson - ის აბადოკები უკვე ანუკისაც ამშვენებს. 


LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...