Pages

Monday, April 4, 2011

Anouki Bicholla Fall Winter 11/12 UFW


Anouki Bicholla Fall Winter  11/12 კოლექციით წარსდგა უკრაინის მოდის კვირეულზე. ძალიან ბევრ ქართულ საიტზე დაიწერა განსხვავებული სტატიები, დაიდო სიუჟეტები, LOOKBOOK–ები და Collection-ები. მეც გადავწყვიტე ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვა ამ ტანდემის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ, ანუკი არეშიძე დამწყები დიზაინერი და საქართველოსა და უკვე იტალიაშიც ძალიან ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის მეუღლე და ბიჭოლა თეთრაძე, ქართველი დიზაინერი, რომელიც არც თუ ისე დიდიხანია რაც ქართული მოდის სამყაროში გამოჩნდა. მათ ერთად უკვე შეძლეს UFW-ზე მოხვედრა.
ჩვენება performance-ით დაიწყო, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ, ეს დიდად გასაკვირი არ არის მაგრამ როდესაც ეს მამაკაცები ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში არიან გამოწყობილნი ეს "ცოტა არ იყოს" და აღსანიშნავია. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. ბევრ დიზაინერს აქვს იმის სურვილი, რომ ჩვენება არ იყოს მოსაწყენი და show დადგას, თანაც ორიგინალური, რადგან ჩვეულებრივ PERFORMANCE-ს კრიტიკოსების სრულიად ჩვეულებრივი რეაქციაც მოსდევს ხოლმე.
ახლა კი რაც შეეხება კოლექციას, ფერებიდან ჭარბობდა: შავი, ნარინჯისფერი, ხორცისფერი, მაგრამ დომინანტური მაინც ნარინჯისფერი იყო. მატერია: ძირითადად ტყავის, უხეში ქსოვილი დრაფისა და ჰაეროვანი აბრეშუმის ნაზავი. ფეხსაცმელიც , ასევე ტყავის, ოთხკუთხედის ფორმის მაღალი უხეში ქუსლით, წინ მაღალი პლატფორმით, ფერი – შერეული. აქსესუარების მხრივ კოლექცია მსუბუქად იყო დატვირთული: მხოლოდ რამდენიმე მასიური, თვლებით გაფორმებული ყელსაბამები, რომელმაც oscar de la renta გამახსენა და წვრილი, წელის ქამრები. მაკიაჟი: არასტანდარტული და ამასთანავე ძალიან უბრალო.

 მთლიანობაში კოლექცია იყო საინტერესო და კარგად შეხამებული, მაგრამ არა ახლისმომცემი და ყველა ლუქი უკვე კარგად ნაცნობის და ნანახის შათაბეჭდილებას ტოვებდა. ანუკი არეშიძისათვის ეს მხოლოდ მეორე კოლექციაა და კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას არ იმსახურებს, რაც შეეხება მის აქსესუარს იგი ნამდვილად მაგონებს ANNA DELLO RUSSOS-ს სტილს, კერძოდ კი ანას ორგინალური piers atkinson - ის აბადოკები უკვე ანუკისაც ამშვენებს. 


LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...