Pages

Saturday, April 16, 2011

Vincent lappartient in Tbilisi


გუშინ რუსთაველის 52 ნომერში გაიხსნა Vincent lappartient –ის  ფოტო გამოფენა, რომელიც დღეს უკვე მეც ვიხილე და იმდენად ნასიამოვნები და აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ემოციებს ვერ ვმალავდი. შენობის სტრუქტურიდან გამომდინარე ფოტოების თვალიერებაში ისე აღმოვჩნდი ზედა აივანზე, რომ ვერც კი შევამჩნიე. ვუყურებდი და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს მეც ვიყავი იმ არაჩვეულებრივი სამყაროს წევრი ზუსტად იმ დროს, რა დროსაც ეს ფოტოები იქმნებოდა. Vincent lappartient backstage რეპორტიორია და მუშაობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა; CHANEL, HERMES, LANVIN, CHRISTIAN DIOR, CHRISTIAN LACROIX და სხვა. 3დან – 8 მაისის ჩათვლით კი გვაქვს პატივი, რომ ეს იგი Tbilisi Fashion Week – ის ფარგლებში ყველა დიზაინერის backstage – ს გააშუქებს.

P.S ეს იმ ფოტოების მცირედი ნაწილია, რომელიც Vincent lappartient -მ  საქართველოში ჩამოიტანა და რომლის ნახვაც  ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია

 john galliano

 christian dior


rochas


chanel- karl lagerfeld


LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...